უმუშევრობის ქრონიკები

დღე 1:

გუშინ სამსახურიდან წამოვედი. დემონსტრაციულად. ამიერიდან ოფიციალურად უმუშევარი ვარ. დღეს როგორც იქნა პირველად მრავალი წლის მანძილზე გამოვიძინე. მერე სალონში წავედი და თმები ისე მოკლედ შვიჭერი, რომ პარიკმახერს გაოცებისაგან თვალები შუბლზე აუვიდა, როცა ვუთხარი-ეჰლა შემღებე! კანს ვერ ვღებავო. ბოლოს მაინც დავითანხმე. სახლში (და კარშიც) ყველას გული გაუსკდა, მაგრამ კომპლიმენტები მაინც არ დაიშურეს. ხოხ, ზოგი რა პირფერია მაინც.

დღე 2:

სიმართლე რომ ვთქვა, თავისუფლების მეორე დღეს რა ვაკეთე აღარ მახსოვს. მგონი ტელევიზორს ვუყურე მთელი დღე და ძალიან ბევრი ვჭამე. ვარჯიში უნდა დავიწყო.

დღე 3:

დილას (ანუ 13:30) კარადიდან ყველაფერი გადმოვალაგე, დავაუთავე, დავკეცე და ისევ უკან შევალაგე. მერე ვიფიქრე, რომ დაკეცილ მდგომარეობაში ისევ დანაოჭდებოდა. გამოვიღე ისევ ყველაფერი, დავაუთავე, საკიდზე ჩამოვკიდე. მართალია ახლა ჩემს სახლში არც ერთი კარი არ იხურება, იმიტომ რომ საკიდებითაა დახუნძლული, სამაგიეროდ ტანსაცმელია იდეალურად უნაოჭო.

დღე 4:

მთელი დღე ინტერნეტში ვიჯექი. დაახლოვებით 30 კაცს (და ქალს) ვეჩათავე, 9gag ვსქროლე ასე 3-4 საათი. ვჭამე ხუთჯერ და კიდევ ერთხელ გადავწყვიტე, რომ ხვალიდან უნდა ვივარჯიშო. ვრცლად უმუშევრობის ქრონიკები

ვადაგასული

მინდა, დღეს ერთი პოსტი გამოვაცხრო. ჰო, ჩემს მიტოვებულ ბლოგს ერთი პატარა მაფინი მივამატო. იმიტომ რომ გარეთ მზეა და მაინც ცივა.წესით ეს რა შუაში უნდა იყოს პოსტთან, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჩემი ტვინის ხვეულებში მაინც ასოციაციურად პოსტით უნდა მეპასუხნა ამ მზიანი, ცივი დღსთვის. არაფერი ხდება, ვერაფერი ხდება…. ვეღარ ვახდენ სასწაულებს, ალბათ ჩემს ჯადოსნურ ჯოხს ვადა გაუვიდა. ეწერებოდა valid till  2003… ვადაგასული მაგია..   

მაფინ, მაფინ გამოცხვი თუ არ გამოცხვები დედას გიტირებ…ან ყურებს დააგაჭრი… მონდომებით უტყაპუნებს უკან ცხენის კუდივით თმაშეკრული გოგო ქვიშით სავსე პატარა ვედროს და მზადაა მართლა უპოვოს ყურები და მერე დააჭრას არშემდგარ სილის ოთკუთხედ გროვას, პასკას ანუ, ან მაფინს ან რა ვიცი, რამეს მაინც უტირებს დედას. პასკა/მაფინი არ გამოცხვა, ვერც ყურები უპოვა, ვერც დედა , გაბრაზებით მოისროლა ჭუჭყიანი ვედრო და ასევე ჭუჭყიანი მარჯვენა ხელი ზედა ტუჩზე გასვა, ალბათ მოიფხანა , სამაგიეროდ შავი ულვაშები დაიტოვა. თუმცა მერე რა, მაინც ვერავინ დაინახავს, გარეშემო არავინაა, თვით მისი მეგობარიც, რომელიც ამ 3 საათის წინ შეჰპირდა, შენ აქ დამიცადე და მე 5 წუში გამოვალო. მაინც რამდენია ეს 5 წუთი? ფიქრობს იგი გაბრაზებით და მოუთმენლად ისრესს მარცხენა ხელის საჩვენებელ თითს, რომელიც მონდომებით დააგო აკაციის 6 საანტიმეტრიან შხამიან ეკალს ამ 5 წუთის, ჰმ, ანუ 3 საათის წინ. სისხლი ბევრი ღვარა, მეგობარს შეეშინდა, მე არ მომხვდეს ტაკოშიო. ამ ინციდენტის მიზეზი და მთავარი ზურგში ხელის მკვრელი ხომ თავად იყო. ჰოდა, დედა გეჩხუბება ტანსაცმელი სისხლით რომ მოსვარე, მოდი შენ აქ დამიცადე მე გავიქცევი სახლში, ბინტს მოვიტან და 5 წუთში მოვალო… რამდენია 5 წუთი და ალბათ ბევრი, მარა აქამდე უნდა გასულიყო, ფიქრობს გოგო კიდე უფრო გაბრაზებით და გზისკენ იხედება. ჰალილუია, მეგობარი მოდის! ოღონდ ბინტის მაგივრად ხელში თონის პურის ყუა უჭირავს და გემრიელად მიირთმევს.

-სად იყავი აქამდე?

-სახლში, ვჭამდი.

-ბინტი?

-დამავიწყდა.

არაფერი უპასუხნია, ღორი, გაიფიქრა მხოლოდ გულში, ადგა და სახლში წავიდა.

მეჩხუბოს თუ უნდა, ჩაიბურტყუნა და დედას კარტოფილივით გასიებული ხელი გაუწოდა: -ეკალი შემერჭვა. დედას, როგორც მოსალოდნელი იყო, გული გაუსკდა, სისხლში და სილაში ამოგანგლული მისი შვილი რომ დაინახა, და შიშისგან კიდევ უფრო გაუფართოვდა ლამაზი, დიდი, მწვანე თვალები. ჩხუბით არ უჩხუბია. პირსაბანთან გააქცია დაბანა, სპირტით ან შეიძლება იოდითაც დაუმუშავა, ამბავი გამოჰკითხა, რა მოხდაო, როდის მოხდაო?

-ეზოში დავცი და ეკალი შემერჭვა… ამ 5 წუთის წინო.

ეგ იყო და ეგ, არანაირი ჩაშვება, არანაირი დედის რისხვა, არანაირი მეზობელთან გადავარდნები, შენმა შვილმა ჩემ შვილს…

-წამოდი ისადილე, არ გშია? გოგო თავს უქნევს და მიდის.

სილის გროვაზე კი დარჩა მეგობარი, პურის ყუა სავარაუდოდ გადაყლაპა, გოგოს გადაგდებული ვედროც მოიძია და პასკა/მაფინის გამოცხობას მოჰკიდა ხელი, ალბათ პური არ ეყო…

ამ ამბავს რამდენიმე თვის შემდეგ გაგრძელება მოჰყვა: გოგოს თითი ასტკივდა, ექიმებმა რაღა თქმა უნდა “პროფესიონალიზმი” გამოავლინეს და დაასკვნეს:-აბა ეჰლა ჩვენ მეტი რა გამოსავალი გვაქვს , უნდა მოვკვეთოთო. ამჯერად განრისხდა გოგონას მშვიდი და მწვანეთვალება დედა, ყველა ექიმი სათითაოდ მიალანძღა, რომელთაც თვეების მანძილზე მკურნალობაში უამრავი ფული უხადა… არ შეგერგოთ ჩემი შვილების პურის ფული თქვენო (ეს გულში მიაძახა) და თვითმკურნალობას შეუდგა. ყოველ დილით 5 საათზე დგებოდა, ახტალის თბილი ტალახი მოჰქონდა გოგოსთვის და მისით მკურნალობდა…. თითი ადგილზეა.

მაგია, პური, წამლები, ექიმები, მეგობრებიც, 5 წუთი, 3 საათი ოდესმე გადის მთავრდება. დედაშვილობას ვადა არასდროს გასდის.

დაბრუნება

შვაბინგში რომ შემოვედით და გული ჩვეულბისამებრ კედლებს არ მოასკდა და ყელში არ მომებჯინა, პირველი ეჭვი ფეხაკრეფით მაშინ შემომეპარა, არასწორი არჩევანი ხომ არ გავაკეთე თქო, მაგრამ უკვე საკმაოდ გვიანი იყო გააჩერეთ ჩავდივარ თქო, რომ მეყვირა. მურთაზს გადავხედე, ფანჯარაში იყურებოდა და ერთ ერთი ბანკის მესვეურებს სიყვარულით მოიხსენიებდა ყველა ბრუნვაში. ბანკის შენობას გავხედე და მეც დავეთანხმე გულშიც, სულშიც და სიტყვიერადაც.
-რომ ჩავალთ ქალაქში, მოვწიოთ?
-გაჩითავ?
-გავჩითავ.
-კაი მაშინ, მოვწიოთ დავეთანხმე (ისე, კი უნდა შევახსენო აწი, თორემ სულ დაივიწყა მგონი).
მეორედ ეჭვი მაშინ მომასკდა ვენებში, ლუდვიგის სახლში პირველად რომ შევდგი ფეხი. მძიმე ჩანთა რომ არა, მაშინვე მარათონის მონაწილესავით უკან გამოვვარდებოდი და სულ სირბილით ჩავიდოდი ჩემს მარწყვებიან და წითელთავსაფრიანი გოგოებით მოხატულ საბავშვო ბაღამდე ჰენის წამოსაყვანად…
რა უცნაურია ადამიანი, კონკრეტულად კი მე. მინდა მინდა ვიძახე, ვენები გადავიჭერი სანამ აქ ჩამოვიდოდი, ჩამოვედი და გული მიტირის, ბერლინი მენატრება. მონატრება კი განსაკუთრებით შაბათ-კვირას გამძაფრდა, როცა ფართი ღამის 2 საათზე სრულიად ქალაქში დასრულებულად გამოცხადდა და 3 საათზე უკვე სახლში ვიყავი. სულ ესაა?-ვიღაცა ტვინში ჩამძახოდა უკმაყოფლო ტონით.
არ ვიტყვი, რომ აქაურობა მანერვიულებს, რომ მატარებლების 20 და 40 წუთიანი ტაქტი ისეთი უსაშველო მეჩვენება, როგორც დედამიწის ერთი სრული შემობრუნება მზის გარშემო, არც იმას ვამბობ, რომ სახლიდან გავრბივარ თვალის გახელისთანავე და მხოლოდ იმისთვის ვბრუნდები საწოლში რომ შევძვრე. არც იმას ვდარდობ, 3 კვირა უსაქმურად რომ ვიქეცი ოფიციალურად… აბა რას ვჩივი? არა და მეც არ ვიცი, რას ვჩივი, უბრალოდ რაღაცა ისე არაა, როგორც უნდა იყოს. გული რომ აღარ მიცემს ქუჩაში ყოველი გამოსვლისას, მუდმივი სიხარულის განცდა რომ დავკარგე, ეგ მადარდიანებს. ნუთუ? ნუთუ ესეც გაუბრალოვდა, მოითელა, გაყოველდღიურდა? არ მინდა დავიჯერო, მაგრამ რეალობას სულ სხვა გეგმები აქვს ჩემთვის.
-თუ გინდა ლუდი დავლიოთ. მეუბნება ის.
-კაი, ოღონდ მე ყავა მინდა.
-კაი.
ყავა დავლიეთ და მერე ლუდი დავაყოლეთ.
-ხინკალზე უნდა დამპატიჟო, მეუბნება ბოლოში. თავს ვუქნევ, ყველის ვაჭარივით ვიღრიჭები და სახლში მობრუნებული ხინკალზე დასაპატიჯებელთა სიაში ვამატებ. მგონი ის დროა, სახინკლე გავხსნა. მაგრამ მანამდე „არგო“ მაქვს დასატესტი. ახალი ქართული რესტორანი ამ ქალაქში.
დავბრუნდი, დავბრუნდი სახლში. მაგრამ როგორც სჩანს ჩემს ბუდეს გუგულმა გადაუფრინა… შინ ვარ და იმავდროულად გარეთ ვარ. აბა რა სიტყვებით გადმოგცეთ გრძნობა, სახელიც კი რომ არ აქვს. უსახელობა მჭირს, უსახელო, უსაშველო გაუცხოვება…
ჰოდა გავალ იმ სახლიდან სითბო რომ არ მოაქვს, მყუდროება რომ არ ახლავს თან, და ახლიდან დავბრუნდები 300 წლის მერე. დაბრუნება ყოველთვის ტკბილია…. და მწარე.
მე დავბრუნდი.
და მარტო კი არ დავბრუნდი, ქუჩაში ფართი ავტობუსს შევახტი ნონისთან ერთად და ქალაქის ქუჩებში დავუბერეთ. დავუბერეთ დავლიეთ, ავტობუსში ვიცეკვეთ, ქუჩაში სალსას გაკვეთილები ავიღეთ, რათსკელერში როკის ჰანგებზე თავები ვიქნიეთ, უაზროდ ბევრი ვიცინეთ, 40 წუთი მატარებელს ველოდეთ და სახლში წავედით…
თენდებოდა, მტრედისფრად გაფითრებულ ღრუბლებს შევცინე- დილა მშვიდობისა, მიუნხენო!
300 წლის მერე დავბრუნდი.

ძილი ჩვენი არსობისა…

ძილი ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს
და გზა ჩვენი სავალი გაგვინადგურე
რამეთუ მძინარენი უკეთ ვივლით
სიცოცხლის იქით

„ვინცხა„

მაიკლს სიცხემ მისცა. 39,5 ბაბანებდა თერმომეტრზე ელექტორნული ციფრები… ისიც იდგა და დაუზარებლად ტიროდა. მთელი ღამე თანაც. რომ მეცოდებოდა ეს ერთი, და რომ მეძინებოდა და ვერ ვახერხებდი ეს კიდევ მეორე. 3-4 თუ 5 საათის მერე (აი, უკვე ჩემი ფანჯრის წინ მკვდრისფერი რომ დაედო ჰაერს) წამალმა იმოქმედა და მაიკლმაც ძილს მისცა თავი, ოღონდ მიტოვებული ლეკვივით ფშლუკუნებდა მაინც ძილში. ის იყო მეც იგივე დავაპირე (ძილი ანუ, თორემ ფშლუკუნი არ მიყვარს), რომ აი, ის საძაგელი გრძნობა შემომიჩნდა. აი, სახელი რომ არ აქვს და ყველაფერი როა ერთად, ოღონდ ყველაფერი ცუდი, გაურკვევლობა, გაბრაზება, გაღიზიანება, დაღლა, მარტოობა, მარტოობა, მარტოობა…. რაღა დამაძინებდა. მშვიდად ვუყურებდი მაღვიძარას, როგორ მიატანა წამის წითელმა ისარმა 12-თან და კივილის ატეხვა აღარ ვაცალე, იმ წამსვე ვდრუზე თავში და მოვაკეტინე. ვრცლად ძილი ჩვენი არსობისა…

სად ჯანდაბაშია ტაქსი ანუ ნაით აუთ ინ ბერლინ

ზუსტად 10 საათზე ლუჩიას სახლთან ვიყავი. ქუჩები თოვლს დაეფარა, თუმცაღა გაყინულ ჰაერს ბარში, კლუბში თუ ფართიზე მიმავალ ახალგაზრდათა მხიაურლი ხმები ათბობდნენ. მოხუცებისთვის და ზოგი შინმჯდომარესთვის კი არ ათბობდნენ უაზროდ ახმაურებდნენ, მაგრამ ჩემთვის ათბობდნენ, თუმცა უნდა ვაღიარო, ლუჩიასთან უფრო თბილოდა… ღია კარებში შევვარდი და კიდევ უფრო თბილ ლუჩიას ჩავეხუტე… მაღალქუსლიან ფეხასმელს უჭირდა ქუჩაში, გაყინულ თოვლზე და ვწვალობდი… კიდევ უფრო გამიკვირდა ამ ფონზე როგორ ახერხებდა ჩემი მეგობარი ალბათ 12 სანტიმეტრიანი (მაგრამ წითელი და შესაბამისად ულამაზესი) ფეხსაცმელებით თოვლში სიარულს. მიხვდა რატომაც ვუყურებდი გაოცებული და საიდუმლო გამიმხილა- არ დავდივარ, ვხტუნაობ! ამის თქმა და ჩემი გადაბჟირება ერთი იყო. რომ მოვსულიერდი უკვე ჩვენს ბარს ვუახლოვდებოდით. ჩვენი იმიტომ რომ ლუჩიას ნაით აუთის აუცილებელი ნაწილი იყო. ღამე ამ ბარიდან იწყება და მორჩა. ბარის ერთ ერთი მფლობელთან დაახლოვებაც უკვე მოესწრო. შესაბამისად სასმელი ჩვენთვის მუდამ უფასოა და შესვლაც მუდამ ურიგოდ , მიუხედავად იმისა რამდენი ადამიანი იცდის გარეთ. vip-ს სტატუსს კმაყოფილი სახით ვიფერებ და ღამეც იწყება. თუმცა… ვრცლად სად ჯანდაბაშია ტაქსი ანუ ნაით აუთ ინ ბერლინ

ჩემი მეგობარი მურთაზი

გულისკანკალით და ხელის ცახცახით (მოუთმენლობისგან) ავკრიფე მისი ნომერი და შევთანხმდით, რომ მოვიდოდა. მერე როგორც იქნა ის მეორე დღე მოვიდა. შორიდანვე მიცნო და ხელი დმიქნია. გულზე მომეშვა. როგორც იქნა აღარ მარტო! პირველი ნაცნობი მიუნხენში! კაბაში რომ ველოდი შეთანხმებისამებრ (ასე უნდა მეცნო) დამხვდა შარვალში. მატარებელში გამოვიცვალეო (ვაი მეე!)… მერე, მერე აღარ მახსოვს ზუსტად რა თანამიმდევრობით, მაგრამ მანახა BMW-ს მუზეუმი, ოლიმპია პარკი, მერიის შენობა, მარიენპლაცი და ცენტრალურ სადგურზე დავასრულეთ ყოფა, პატარა ტერასაზე, რომელიც პირდაპირ მატარებლებს გადაჰყურებდა. ყავა მოიტანა და მომიჯდა გვერდით. ჩვენი პირველი გულითადი საუბარიც მანდ შესდგა.. დეტალებს ვერ გაგიმხელთ, თუმცა ყველაფერი კარაგდ მახსოვს. შინ რომ დავბრუნდი, მივხვდი რომ გულზე 6-ის ნაცვლად 5 ლოდიღა მესვენა და გამიხარდა  მას მერე კიდევ რამოდენიმეჯერ შევხვდი და ყოველ შეხვედრაზე მომიწოდებდა, გამეტარებინა რაიმე ღონისძიება საკუთარი FAIL ცხოვრების გასაუმჯობესებლად. საბოლოოდ მისმა შთაგონებებმა ნაყოფი გამოიღო და … დავრჩი უსახლკაროდ  ავიკარი გუდა-ნაბადი და ავეტუზე მურთაზს სახლის კარზე. მურთაზს სამზარეულოში მხოლოდ 2 სკამი და საძინებელში მხოლოდ 1 საწოლი ედგა მაგრამ მაინც გამიღო კარები და შემიშვა შინ. უბრალოდ კი არ შემიშვა, თავისი საწოლი გამიყო, თავისი ბალიში მომცა, თავის სკამზე დამსვა, თავისი თეფში დამიდგა, საჭმელსაც თავისი ხელით მიმზადებდა… ჭამას ჩემით ვახერხებდი  მურთაზს დიდი გული კი ჰქონდა, მაგრამ არც ისე სახარბიელო ფინანსური მდგომარეობა, სტუდენტ კაცის ბედი ყველას მოეხსენება. მუშაობა უწევდა ხოლმე ღამ- ღამობით, სამაგიეროდ დღისით უნდა გამოეძინა. მე პირიქით  დღისით დავყიალობდი ქალაქის ქუჩებში და ღამე მეძინა, მოკლედ საწოლს შეხმატკბილებულად ვიყოფდით  იმ 3 კვირაში, რაც მე მურთაზს შევუსახლდი იყო ბევრი მხიარულება, ტაშ-ფანდური და სტრიპტიზის ცეკვაც კი. თუმცა ეგ სხვა ისტორიაა და არც არასდროს მოგიყვებით მასში მონაწილე პირებმა რომ არ მომკლან და ჩემი გვამი იზარში არ გადააგდონ. მოკლედ რადგან ამ ისტორიას არ ვყვები და ცოცხალი ვრჩები ვაგრძელებ თხრობას… მურთაზის მოწადინებით მალევე ვიშოვე სახლ-კარი და სამსახური.

რაღა გავაგრძელოთ და ნელ-ნელა მურთაზი იქცა ჩემი ცხოვრების ერთ ერთ მთავარ ფიგურად. თუ სადმე მივდიოდით პირველი კითხვა იყო> მურთაზი ხომ მოდის? აბა ისე მხიარულება რა მხიარულებაა მის გარეშე? გადიოდა დრო, დღეები, კვირები, თვეები… სიამაყით მინდა ავღნიშნო, არც ერთი ხინჯი ჩვენს ურთიერთობას არ შეჰპარვია! საოცრებაა პირდაპირ თუU გავითვალისწინებთ ჩემს ფეთქებად, მგრგვინავ და გაუსაძლის ხასიათს და რაღა დაგიმალოთ და მურთაზიც შორს აარაა ჩემგან…

 

გაგრძელება უსიკვდლოდ იქნება!

ყველაზე გულწრფელი პოსტი

მეხუთე კვირა დასრულდა რაც ამ ბლოგს სული ჩავბერე და ჯერ მხოლოდ მისტიკურმა 333-მა წყვილმა თვალმა გადახედა მას ბლოგერთა ზღვაში… წვეთი…
რატომ დავიწყე ჰომ გახსოვთ? აი სახურავზე რომ ვიდექი და მეგობარი გიჟუნა რომ მეხვეწებოდა, არ გადახტე, დაწერე და გულზე მოგეშვებაო, ცხოვერბის არსს იპოვიო? გახსოვთ ეგ ამბავი? თქვენ შეიძლება აღარ გახსოვთ, მაგრამ მე არ დამვიწყნია, როგორ შეიცვალა ჩემი ცხოვრება მას მერე… არა, ბლოგერობამ ცხოვრების არსს და ჭეშმარიტებს კი არ მაზიარა ) სულაც არა.
ისე, სიმართლე რომ ვაღიაროთ მე სულაც არ ვარ ბლოგერი, მე ბლოგერის მცდელობა ვარ. საერთოდ ადამიანიც არ ვარ, ადამიანობის მცდელობა ვარ. და რადგან მცდელობა ვარ, ვცადე ჩემი პატარ-პატარა სურვილები თუ ოცნებები განმეხორციელებინა, ადრე უბრალოდ არც შევიწუხებდი თავს ამაზე, რა ხეირი? მე ხომ მაინც სახურავიდან ვხტებოდი? მაგრამ მერე ავდექი და მივედი ტანგოზე  ჰო, ჰო ყველას გახსოვთ (ყველაში იმ 333 წყვილი თვალის პატრონებს ვგულისხმობ ვინც ჩემი ბლოგის მცდელობას დაუთმო თავისი ძვირფასი დრო) ორ მარცხენაფეხიანი ტომის ამბავი? მაგ ამბავს კიდე გაგრძელება ამბებიც აქვს, მაგრამ არ ვიცი უნდა დავწერო თუ არა. კიდევ რაღაც-რაღაც პატარა შტერული სურვილები ვცადე. გამომივიდა? რა ვიცი აბა? შედეგამდე შორს ვარ, რომ მივშედეგდები გეტყვით 
მერე ვცადე გამენგრია ჩემი ნაჭუჭი და გამოვმძვრალიყავი მისგან და ნამდვილი სამყარო გამეცნო. არა, ისედაც ვიცნობდი, მაგრამ მეზარებოდა… ურთიერთობა მეზაერბოდა, გამარჯობას თქმა, ლაპარაკი ყოველდღიურ უაზრობებზე, ამიტომაც გამოვიხურე ჩემი ოთახის კარი და ვსიო, მერე სახურავზეც ავძვერი ღამით. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ გამოვძვერი ნაჭუჭიდან მერე მოხდა საოცრება ) სახლი ვიპოვე ) ნაჭუჭის გარეთ ვიპოვე კიდევ “ნაჭუჭი” ))
არა, ჰო ვთქვი გულწრფელი პოსტი იქნება თქო და მინდა მართლა გაგებინოთ, რას ვამბობ, მაგრამ როგორ გაგანებინოთ? კაი, მაშ ასე  ჩემი ცხოვრების 300 წლის მანძლზე არასდროს მიგრძვნია თავი”სახლში”. ჰოდა იმდღეს ღამე გამეღვიძა, ნამეტანი ცხელოდა, ფანჯარასთან მივბობღდი, გათბობისთვის უნდა დამეწია და გავიხედე ფანჯარაშიც ბარეღამ: ეძინა ბერლინს, ეძინა და თოვლის ფიფქები ეფერებოდნენ და მოჰქონდათ გაუსაძლისი სიმშვიდე… მოჰქონდათ ”სახლი”… რაღაც ვიგრძენი მაგრამ ვერ მივხვდი ბოლომდე რა.. მერე გავიდა კიდევ ცოტა დრო და კიდევ მომიწია ბერლინის ქუჩებში ბოდიალი ღამე და კიდევ რაღაც მოიტანა ქუჩაში გამეფებულმა ნისლმა… რაღაცა “ჩემი”. ჰოდა მერე ერთმა მეგობარმა დამირეკა და ისაო ესაო შობას რას აკეთებო? ჩვენთნ არ მოხვალო? ისაო ესაო ვიცი მოსაბეზრებელი დღესასწაულია, მარა მოდი ერთად მოგვბეზრდესო… გამიხარდა და გული გამითბა: პირველი შობა არამარტო, ვინმესთან ერთად 300 წლის მანძილზე…. და მერე კიდე ერთმა მეგობარმა მკითხა ბერლინიდან როდის მიდიხარო და გავბრაზდი. ისე გავბრაზდი, როგორც შენ გაბრაზდები სახლიდან რო გამოგაგდონ და მერე შენს თვალწინ შენი სახლი დაწვან!! და მერე მივხვდი რა ვიპოვე იმ თოვლიან ღამეს გათბობის დასაწევად რომ მივბობღდი ფანჯარასთან  ჩემი ადგილი, ჩემის ახლი ვიპოვე დედამიწაზე 
ჰოდა მიხარია, დაძინება აღარ მინდა, მეშინია არ გამოვტოვო არც ერთი წამი რომელსაც სახლში გავატარებ… რა კარგია თურმე შინ ყოფნა..
მოკლედ რა მინდოდა მეთქვა და რატომ გიბურღავთ ტვინს. კაია მცდელობა თქო რა. ჯობია სცადო, ვიდრე არ სცადო. რომ სცდი რაღაც შანსი გიჩნდება და წინააღმდეგ შემთხვევაში, ნწ.. დარჩები იქ და ისე როგროც ხარ და სადაც ხარ.
ჰო სუ ეგ იყო ამჯერად.